მესიმ შესაძლოა კარიერა ამერიკაში გააგრძელოს

ლიონელ მესიმ შესაძლოა კარიერა MLS-ში გააგრძელოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Mundo Deportivo წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წელს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ არგენტინელი თავდამსხმელი სავარაუდოდ “ბარსელონას“ დატოვებს და ამერიკის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

გასულ სეზონში მესიმ „ბარსას“ მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 51 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button