თემქაზე ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თემქაზე ძმის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოძიებისთვის ხელის შეშლასა და მიმალვის საფრთხეზე ისაუბრა, რის შემდეგაც მოსამართლემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ბრალდებული ბრალს აღიარებს. დანაშაული 3-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულმა 62 წლის ქალი ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თემქაზე, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში მკვლელობა 5 სექტემბერს მოხდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button