უკრაინელი დეპუტატები იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებენ

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნეს, – ამის შესახებ censor.ua იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, იმუნიტეტის გაუქმებას მხარი 373-მა კანონმდებელმა დაუჭირა. ახალი რეგულაცია ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა. მისი ამოქმედების შემდეგ, დეპუტატის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის ან დაკავებისთვის პარლამენტის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.

ცნობისთვის, პარლამენტის დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე უკრაინაში რეფერენდუმი 2000 წელს ჩატარდა. მოსახლეობის 90% დეპუტატებისთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button