მექსიკის ყურეში ტროპიკული შტორმი ყალიბდება

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტთან, კერძოდ მექსიკის ყურეში ტროპიკული შტორმი „ფერნანდი“ ფორმირდება. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ქარიშხლის ეროვნულ ცენტრზე  (NHC) დაყრდნობით ავრცელებს.

„ფერნანდი“ ატლანტის ოკეანეში მეექვსე დასახელებული შტორმია. ის მექსიკის ქალაქ ტამპიკოდან 295 კილომეტრის მოშორებით წარმოიქმნება და ქარიშხლის სიჩქარე 65 კმ/სთ-ია.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, „ფერნანდი“ შესაძლოა მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს მიუახლოვდეს.

პარალელურად, აშშ-ის რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქარიშხალ “დორიანის” გამო. ქარიშხალი ამ ეტაპზე განსაკუთრებით გაძლიერებულია ბაჰამის კუნძულებზე, სადაც სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button