ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს

თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან იზორია ეროვნული უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, როგორც გახარიამ აღნიშნა, მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

ასევე, შს მინისტრის პოსტს დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button