ირანი ევროპას ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების კიდევ შემცირებაზე აფრთხილებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯავად ზარიფის განცხადებით, თეირანმა შესაძლოა ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვას, თუ 5 სექტემბრამდე შეთანხმების ევროპელი მონაწილეები შეთანხმების შესანარჩუნებლად დათმობებს არ გააკეთებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ზარიფის განცხადებით, საუბარია შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემცირების მესამე ეტაპზე.

აგვისტოში ჯავად ზარიფი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა, „ფრანგულ მხარესთან შეთანხმების შენარჩუნების ვარიანტებზე ვისაუბრეთ და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ორივე მხარემ უნდა გადადგას“, – განაცხადა მაშინ ზარიფმა. 

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ მას შემდეგ, რაც შეთანხმებიდან აშშ გავიდა და ირანს სანქციები დაუწესა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button