ზუგდიდში სასმელი წყლით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თეთრი გიორგის ქუჩაზე სასმელი წყლით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ქუჩაში მიმდინარე სამუშაოების დროს კანალიზაციის მილი გასკდა, რის შედეგადაც ფეკალური მასა სასმელი წყლის ჭაში ჩაიღვარა.

მოწამლულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ იცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები.

 

ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს. 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button