ტენესის კათოლიკურ სკოლაში ჰარი პოტერის წიგნები აკრძალეს

ტენესის შტატში, სკოლის ბიბლიოთეკიდან ჰარი პოტერის წიგნები ამოიღეს. ამის მიზეზი პასტორის მოსაზრება გახდა იმის შესახებ, რომ წიგნი რეალურ წყევლას და შელოცვებს შეიცავს.

პასტორი წიგნის წაკითხვის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ბოროტი სულების განმეორების რისკები რეალურ ცხოვრებაში არსებობს.

კათოლიკური სკოლის პასტორმა რევერენდ დან რიჰილმა თავისი გადაწყვეტილება სტუდენტების მშობლებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გააცნო და განმარტა, რომ შესაბამისი კონსულტაციები გაიარა ეგზორცისტებთან როგორც აშშ-ში, ასევე ვატიკანში.

სკოლის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ თითოეულ მოძღვარს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილებების სამრევლო სკოლაში.

„ჰარი პოტერის“ პირველი წიგნი 1998 წლის 26 მაისს გამოიცა. „პოტერიადა“ ჯოან როულინგის წიგნების სერიაა ჯადოქარ ბიჭ ჰარი პოტერზე. 77 ენაზე ნათარგმნი წიგნის 500 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button