პეკინზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

პეკინზე დაჭრილ 3 წლის ბავშვს კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ჟვანიას კლინიკის ყბა-სახის ქირურგი ნათია ვასაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მცირეწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმის ინფორმაციით, 3 წლის ბიჭი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღრმა ნაკვეთი ჭრილობებით მიიყვანა. მას ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის არეში აქვს მიყენებული. ექიმის თქმით, დაზიანება მხოლოდ რბილ ქსოვილზე იყო და ძვლოვანი ქსოვილი დაზიანებული არ არის. მცირეწლოვნისთვის დამატებითი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება აღარ იგეგმება.

პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები გუშინ საღამოს მიაყენეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button