ზურაბიშვილი: Brexit-ი ძალიან დიდი გამოწვევაა, თუმცა ეს ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, ქართველები ევროპას ოპტიმისტურად უყურებენ, რადგან ფიქრობენ, რომ მას ალტერნატივა არ აქვს.

„ქართველები თავს ევროპელებად გრძნობენ და ეს მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული. ეს არ არის რაღაც, რისკენაც უბრალოდ ისწრაფვიან, ისინი ევროპელები არიან. ქართველები ევროპას ოპტიმისტურად უყურებენ, რადგან ფიქრობენ რომ მას ალტერნატივა არ აქვს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი Euronews-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა Brexit-ი ძალიან დიდი გამოწვევაა, თუმცა ეს ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას. „დარწმუნებული ვარ, ეს გახსნის გზას ახალი შესაძლებლობების, ახალი ვალდებულებებისკენ, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის რეფორმირებას. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენთვის ახალ კარს გახსნის“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთთან რამე კონტაქტის განახლება მოსკოვის მიერ მისი მეზობლის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაზეა დამოკიდებული. პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ კატეგორიული ტონის ფონზე ურთიერთობის აგება არ შეიძლება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button