გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს.

აღნიშნული ინფორმაციით,  ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული.

ცნობისთვის, 40  წლის ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მოანწილე იყო. რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში.

 

 

წყარო:

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button