ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციოდ შესაძლოა, ჯარი გაგზავნოს

საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციოდ შესაძლოა, ჯარი გაგზავნოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი გამოვიდნენ ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიის პრეზიდენტი გარემოს დაცვის კუთხით პოლიტიკას არ გადახედავს, ევროკავშირსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება შეჩერდეს.

ამაზონის ტყეში მაშტაბურ ხანძართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სხვა ლიდერებთან ერთად.

„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა. ამაზონის ტყეში ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს შეიცავს, რადგან ტროპიკული ტყე პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს.

 

 

 

წყარო: 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button