ბრაზილიამ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი გაგზავნა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პრეზიდენტის ეს ბრძანება ევროკავშირის მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლას მოჰყვა. ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ.

ამაზონის ტყეებში ხანძარს გამოეხმაურა აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპიც.

„ახლა ველაპარაკე ჟაირ ბოლსონარუს. ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს. ბრაზილიასთან ჩვენი კავშირი ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს ყოფილა. მე ვუთხარი, რომ აშშ მზად არის ხანძრების ჩაქრობაში დახმარებისთვის“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button