არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა ძლიერი და მტკიცეა.

ჩვენ საერთო ფასეულობები და თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. ჩვენი არჩევანი ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრობაა. გულითადად ვულოცავ უკრაინას ამ მნიშვნელოვან დღეს! Слава Україні!“ – ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button