ჩეჩნეთში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი გაიხსნა

ჩეჩნეთის ქალაქ შალიში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი გაიხსნა. ის სტამბოლის ცისფერ მეჩეთზე ორჯერ დიდია. იქ 30 000-ზე მეტი ადამიანი ეტევა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 70 000-მდე ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს.

გახსნის ცერემონიაზე რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მეჩეთი მუჰამედ წინასწარმეტყველის სახელობისაა. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორნაცია, რომ მეჩეთს თავად კადიროვის სახელი დაერქმეოდა.

მეჩეთის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button