ამაზონის ტყე რეკორდული სისწრაფით იწვის

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძარი მძვინვარებს. წლის დასაწყიდან იქ 74-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება.

ბუნების დამცველები მიიჩნევენ, რომ ხანძრების უმრავლესობა განზრახ გააჩინეს, ბრაზილიის პრეზიდენტი კი  ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს.

20 აგვისტოს ხანძრის კვამლმა ქალაქ სან-პაულუს მიაღწია. ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო მთელი მსოფლიო განიცდის, Twitter-ზე ჰეშთეგი #PrayforAmazonia შეიქმნა, ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდი დიკაპრიომ კი ამ ფაქტს Instagram-ზე პოსტი მიუძღვნა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button