პოლეიანი: “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ეგონათ ხელშეუხებელნი იყვნენ

,,ქართული ოცნების” წევრი

ნათქვამია “სამართალი ურმით დადის”-ო და ასეც არის,ადრე თუ გვიან ყველას თავისი მიეზღვება.

რუსთავი 2 ჟურნალისტებსაც ეგონათ რომ ყოველთვის ხელშეუხებელნი იქნებოდნენ და გააკეთებდნენ იმას, რასაც სააკაშვილი და მისი ნაცხროვა დაუკვეთავდა,მაგრამ მოხდა ის რასაც არ ელოდნენ, ჯერ დაკარგეს ტელევიზია,ხოლო ახლა კი სამსახურები.

გვესმის რომ ჟურნალისტები არიან და უნდა გააშუქონ მიმდინარე მოვლენები,მაგრამ არა ისე რომ მიშას მოეწონოს,არა ისე,რომ ტყუილი და მართალი ერთმანეთში აურიონ და მაყურებელი გააღიზიანონ,თუმცა არც არის გასაკვირი,მათი დამკვეთებიც ხომ ასე იქცევიან,ყველანაირად ცდილობენ დააქციონ და მიწასთან გაასწორონ საქართველო.

სამართალი მათაც მიუკაკუნებს კარზე და იმედია დაისჯებიან სამაგალითოდ,რომ ერთხელ და სამუდამოდ დავისვენოთ ამ მოუშორებელი ჭირით,რასაც ნაციონალური მოძრაობა და მიშა სააკაშვილი აკეთებს.

მათ აღარასოდეს ეღირსებათ უკან დაბრუნება რამდენი ახალი ტელევიზიაც არ უნდა გახსნან,რამდენიც არ უნდა იხტუნაონ.

ჩვენ 2020-ში მშვიდობიანი არჩევნების გზით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ ქვეყნის მოღალატეებს და სამუდამოდ ვაქცევთ პოლიტიკურ გვამებად! ,,-აღნიშნა პოლეიანმა

 

NEWSPLUS.GE

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button