პოლეიანი: აგრძელებენ მცდელობას, თავიდან აირიდონ პასუხისმგებლომა ამ ომის გამო

,,ქართული ოცნების” წევრი

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა და მაშინდელი ხელისუფლების
პირველი პირები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,
აგრძელებენ მცდელობას, თავიდან აირიდონ პასუხისმგებლომა ამ ომის გამო.

ჯერ კიდევ არ არის გაანალიზებული ყველა ის ნაბიჯი, რომელმაც რუსეთს
აგრესიისათვის ხელ-ფეხი გაუხსნა.

მათი შეცდომების გამო, ჩვენი მიწები დღესაც  ოკუპირებულია,რუსებს ჩვენი მხრიდან სწორედ რომ საპასუხო აგრესია უნდათ, თუმცა ამ პროვოკაციაზე არუნდა წამოვეგოთ მეგობრებო. სიმშვიდე შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგად იქნება, სწორი მიდგომებით და დიპლომატიით კარგს შედეგებს მივაღწევთ.

მათთან ომი რომ გავაჩაღოთ ამით არაფერი მოგვარდება, იმედი გქონდეთ მეგობრებო ამ ხელისუფლების კეთილ გონიერების და წინ დახედულების.

წინა ხელისუფლების შეცდომები არუნდა გავიმოროთ ,მათი არასწორი ქმედებების ბრალია რაც დღეს ისევ ხდება  ჩვენს ქვეყანაში. დღეს კი დგანან საკაშვილი და მისი მიმდევრები და ხელს ამ ხელისუფლებისკენ იშვერენ და ადანაშაულებენ პრორუსულობაში და რუსეთის ინტერესების გატარებაში. ალბათ დავიწყდათ ამ მდგომარეობამდე მათმა მცდარმა მოქმედებებმა რომ მიგვიყვანაა… თუმცა მეტად საინტერესოა ის ფაქტიც, ეს შეცდომა იყო თუ მიზანმიმართული ქმდება მათი მხრიდან…

იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ, როდის, როგორ დაიწყო, გააგრძელა და ბოლომდე მიიყვანა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ რუსული პოლიტიკის წესებით თამაში,ომის წინა, ომისა და შემდგომი დღეების მნიშვნელოვან მოვლენებსა და მოგონებებს გადავავლოთ თვალი.რაც შეეხება მოგონებებს,იმ პერიოდის სხვადასხვა ფრაგმენტს ხშირად იხსენებს ხოლმე თავად მიხეილ სააკაშვილი,თუმცა, მას ამ მოგონებების დასადასტურებლად არასოდეს მოუტანია რაიმე დოკუმენტი და მტკიცებულება.

სააკაშვილმა არაერთხელ აღნიშნა თუ როგორ აფრთხილებდნენ მოსალოდნელი ომის შესახებ  არა მხოლოდ მაღალჩინოსანი  დასავლელი მეგობრები, არამედ თვით ვლადიმერ პუტინი, თუმცა მან მაინც ომი არჩია და შედეგებს დღესაც ვიმკით…

პირველი ნიშნები იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული პოლიტიკის
თამაშს იწყებდა, ჯერ კიდევ 2006 წელს გამოჩნდა – აფხაზეთის მიმართულებით –
შეიცვალა ქართული პოლიტიკა კოდორის ხეობაში და იქ საქართველოს
შეიარაღებული ძალები შევიდა, სამხრეთ ოსეთის მიმართულებით კი, შეიქმნა
ყოფილი სამხრეთ ოსეთი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია.
შემდგომში მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ ორივე პროექტმა ხელი შეუწყო რუსეთს,
იოლად მიეთვისებინა კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი.

სააკაშვილი და მისი მიმდევრები ჯერ კიდევ თამაშობენ  რუსულ თამაშს, თუმცა მათი პროვოკაციები შედეგს ვერ გამოიღებს ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! მათ იმედიაქვთ ისევ მოსვლის ხელისუფლებაში რომ ისევ ომის გზით ჩააბაროს რუსებს საქართველო და ისევ სისხლის ღვრა მოხდეს. ვერ ეღირებიან ამას , ვერ მიაღწევენ საწადელს და ქართველ ხალხს ვერავინ დაჩოქებს! ”-აღნიშნა პოლეიანმა.

 

 

(newsplus.ge)

 

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button