ბუკმეკერებმა 2020 წლის ოსკარის დაჯილდოების მთავარი ფავორიტები დაასახელეს

ბუკმეკერებმა 2020 წლის ოსკარის დაჯილდოების მთავარი ფავორიტები დაასახელეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ინფორმაციით, საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდოს დიდი ალბათობით ხოაკინ ფენიქსი, ფილმ Joker-ში შესრულებული როლისთვის მიიღებს. მის გამარჯვებაზე ფსონები 9/4-იანი კოეფიციენტით მიიღება. ფენიქსის კონკურენტები ტომ ჰენქსი (A Beautiful Day in the Neighbourhood) – 3/1, ტარონ ეგერტონი (Rocketman) – 10/3 და ანტონიო ბანდერასი (Pain and Glory) – 7/2.

რაც შეეხება საუკეთესო ფილმს, აქ პირველობისთვის Netflix-ის მიერ გადაღებული „ქორწინების ისტორია“ (Marriage Story) – 5/1 და კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time in Hollywood) – 6/1 იბრძოლებენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button