Le Figaro: სელფის გადაღებისას 5-ჯერ მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ზვიგენების თავდასხმით

2011-დან 2017 წლამდე მსოფლიოში სელფის გადაღების დროს 259 ადამიანი მოკვდა. დროის ამ მონაკვეთში ზვიგენების თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა.

Le Figaro-ს ცნობით, სელფს უფრო მეტი ქალი იღებს, თუმცა ამ პროცესში კაცების სიკვდილის მაჩვენებელი უფრო მაღალია.

მსოფლიოში სელფის დროს ადამიანების სიკვდილის მაჩვენებლით, რეკორდი ინდოეთმა მოხსნა. ქვეყანაში 800 მილიონი მობილური აპარატია. 2011-დან 2017 წლამდე ინდოეთში სელფის გადაღების დროს 159 ადამიანი მოკვდა. მეორე ადგილზეა რუსეთი, შემდეგ აშშ და პაკისტანი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button