ქაბულში ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაშავდა. როგორც BBC-ის თვითმხილველებმა განუცხადეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოიყვანა.

აფეთქება ადგილობრივი დროით 22:40 საათზე, ქალაქის დასავლეთ ნაწილში მოხდა, რომელშიც, ძირითადად, შიიტები ცხოვრობენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. მოძრაობა „თალიბანში“ განაცხადეს, რომ აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button