კანარის კუნძულებიდან ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრის კერა იზრდება. ამის გამო ქალაქ გრან-კანარიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ Reuters წერს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრის არეალის გაფართოების საფრთხე დიდია. ტყის ხანძარი პირველად ქალაქ ვალესეკოში გაჩნდა და ეს ტერიტორია მაშინვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობის ზონად. ქალაქიდან 1900 მცხოვრები გაიყვანეს.

კანარის კუნძულებზე ხანძარს 7 ვერტმფრენი აქრობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button