დღეს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა. ის ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის 9 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძე  ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა რუს ოკუპანტებს, აწამებდნენ და აიძულებდნენ ინფორმაცია გაეცა. ანწუხელიძე არ გატყდა. ის ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2009 წლის იანვარში გავრცელდა კადრები სადაც გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.

იგი სიკვდილის შემდეგ, 2009 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button