ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან 1 ლარად შეიძენენ

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სიმბოლურ ფასად შეიძინონ გარკვეული ტიპის მედიკამენტები. პროგრამაში ძირითადად მონაწილეობენ პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები და იყო თხოვნა ჩვენი ვეტერანებისგან, რომ გამხდარიყვნენ ამ პროექტის მონაწილე. რა თქმა უნდა, ჩვენი მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ყველა ვეტერანი შეძლებს, ისარგებლოს ამ პროგრამით და სიმბოლურ ფასად მიიღოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები”, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მედიკამენტების ყიდვა გარკვეული ჯგუფებისთვიის ერთ ლარად იქნება შესაძლებელი.

ერთ ლარად მედიკამენტების მიმღებ მოქალაქეთა წრე ფართოვდება – ეს განცხადება პრემიერმინისტრმა 16 ივლისს გააკეთა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button