ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 15,000 სახლი დაიწვა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ხანძრის შედეგად 15,000 სახლი დაიწვა, რის გამოც 50,000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხანძარი ჩალანტიკას დასახლებაში მოხდა, სახლების ძირითად ნაწილს პლასტმასის სახურავები ჰქონდა, რამაც ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო. შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

BBC-ის ცნობით, ხანძრის დროს მოსახლეობის უმრავლესობა სახლში არ იყო და მუსლიმურ ფესტივალზე იმყოფებოდა. მეხანძრეებს ცეცხლის ჩასაქრობად 6 საათი დასჭირდათ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. მთავრობა აცხადებს, რომ თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ათასობით ადამიანს დაეხმარება.

მსგავსი შემთხვევა ბანგლადეშში თებერვალშიც მოხდა, როდესაც დაკას ერთ-ერთ უბანში ხანძარს 80 ადამიანი ემსხვერპლ

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button