,,შოკოლადის მოხმარება არ აუმჯობესებს, ადამიანების განწყობას”

შოკოლადის მოხმარება არ აუმჯობესებს იმ ადამიანების განწყობას, რომლებიც დეპრესიით იტანჯებიან, მიუხდავად იმისა, რომ სხვადასხვა გამოცემები საპირისპიროს ამტკიცებენ. ამის შესახებ MedicalХpress-ი წერს.

გამოცემის მტკიცებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ შავი შოკოლადის მოხმარება ადამიანებს დეპრესიისგან დაიცავს.

გამოცემის კვლევაში „დეპრესია და შფოთვა“ საუბარია შავი შოკოლადის დადებით გავენაზე კლინიკური დეპრესიის მქონე ადამიანებზე, თუმცა MedicalХpress-ი ამ არგუმენტებს უარყოფს. გამოცემა არ ეთანხმება მეცნიერების მოსაზრებებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შავი შოკოლადი პაციენტების განწყობაზე გავლენას ახდენს.

გამოცემის ოპონენტები იმ ფაქტს ეყრდნობიან, რომ ექსპერიმენტის მონაწილეები დაახლოებით 12 გრამ შოკოლადს მიირთმევდნენ, რის შემდეგაც მათი განწყობა უმჯობესდებოდა. თუმცა ისინი, რომლებიც დღეში 100 გრამზე მეტ შოკოლადს მიირთმევდნენ, საერთოდ არანაირ შედეგს არ ხედავდნენ.

MedicalХpress-ის მტკიცებით, ამ შემთხვევაში საუბარი შეიძლება დამთხვევაზე და არა სამეცნიერო ესპერმენტზე.

ჯანმრთელობის ინსტიტუტის მეცნიერის ბენ დესბროუს თქმით, სასურველია შავი შოკოლადის არჩევა, თუმცა ეს დეპრესიაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button