თბილისში სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა

თბილისში, სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს.

„მონიტორინგის შედეგები ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება კონკრეტული მუნიციპალიტეტისა და სხვა უწყების ინფორმირება.

2018-2019 წლებში, სასმელი წყლის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აიღეს თბილისის სასმელი წყლის 63 სინჯი, რომლის კვლევაც აკრედიტებულ ლაბორატორიაში განხორციელდა”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე GWP-ში განაცხადეს, რომ მოსახლეობას უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. დღეს, საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში წყლის ხარისხი საეჭვოა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button