ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. მედიის ინფორმაციით, პოლიგონიდან კიდევ ორი ამოუცნობი კლასის რაკეტა გაუშვეს.

სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, რაკეტები იაპონიის ზღვაში ჩავარდნენ. მათი მონაცემებით, ეს არის ახლო რადიუსის რაკეტები, რომლებიც მიზანს მოკლე მანძილზე ანადგურებენ.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეაში რაკეტების უკვე მეხუთე გამოცდა ჩატარდა. ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივი წვრთნების ფონზე გააქტიურა და ორივე მხარეს სამხედრო მანევრების შეწყვეტა მოსთხოვა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button