ტანზანიაში ბენზინმზიდის აფეთქებას 60 ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიაში ბენზინმზიდის საწვავის ავზის აფეთქების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა BBC კი ოფიცილურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების შედეგად 57 ადამანი დაიღუპა.

ბენზინმზიდის ქალაქ მოროგოროს აღმოსავლეთ ნაწილში ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, რომლებიც დაღვრილი საწვავის შეგროვებას ცდილობდნენ.

ქალაქ მოროგოროს პოლიციის ადმინისტრაცია ადგილობრივ გამოცემასთან ადასტურებს, რომ აფეთქებას 60 ადამიანი ემსხვერპლა.

მოროგორო ტანზანიის 10 უმსხვილეს ქალაქს შორისაა. ის დედაქალაქ დოდომადან 260 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button