პოლეიანი:ჩვენ ქედს ვიხრით ყველა იმ ჯარისკაცის წინაშე ვინც გმირულად იბრძოდა ამ უთანასწორო ომში

,,ქართული ოცნების” წევრი

11წელი გავიდა აგვისტოს ომიდან,მაგრამ წლებს მნიშვნელობა არ აქვს,ეს ომი ყოველთვის მოუშუშებელ ტკივილად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

დაღუპული ადამიანები,გამწარებული ოჯახები,დაკარგული ტერიტორიები,აი ის რაც ამ ომიდან მივიღეთ.

ალბათ სხვანაირად არც შეიძლება მომხდარიყო,რადგან ქვეყანას იმ დროს ხომ ყველაზე უმართავი და გაუწონასწორებელი პრეზიდენტი ყავდა,რომელსაც გვერდში არანაკლებ ჭკუასუსტები და გონებაჩლუნგები ედგა.

ერთ-ერთი კი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო,კაცი რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა იყო ომი და რა საფრთხეებს მოიცავდა ის. მათ ეხმარებოდნენ დანარჩენი მთავრობის წევრებიც,რომლებიც თავის ნებაზე იძლეოდნენ ბრძანებებს შორიდან,ბრძოლის ველს დიდი მანძილით დაშორებულნი,ზოგი წითელხიდს იყო გადაცილებული ოჯახით და ზოგიც საიმედო ადგილას გადამალული,ამიტომ სრულებითაც არ აინტერესებდათ მათ, რამდენი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპებოდა.

ახლა გამოდიან და იმართლებენ თავებს და გაურბიან იმ ქმედებებს რაც თავიაანთი უგუნურებით გაკეთეს… რამდენი ოჯახი გამწარეს,ამასაც არ კმარობენ და ისევ პროვოკაციებს აწყობენ, ისევ ომი და სისხლის ღვრა სწყურიათ.

სიმართლეა რომ რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია,მაგრამ არანაკლები დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე მაშინდელ მთავრობას,სააკაშვილის მეთაურობით,რომელმაც თავისი უნიათობით თუ შეგნებული ქმედებებით რუსეთს ჩააბარა ჩვენი ტერიტორიები და არც არის გასაკვირი სააკაშვილს ეს ყველაფერი შეგნებულად ჰქონდეს ჩადენილი.

დაისაჯონ ქვეყნის მოღალატეები!

ჩვენ კი ქედს ვიხრით ყველა იმ ჯარისკაცის წინაშე ვინც გმირულად იბრძოდა ამ უთანასწორო ომში და ვინც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა,დიდება მათ სულებს. –აღნიშნა პოლეიანმა.

 

newsplus.ge

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button