იზორია:არავის უჭირს აღიარება, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მტერია

თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პუტინი მტერია და ამის თქმას ის არ ერიდება.
ეს განცხადება ლევან იზორიამ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

“თქვენ გაქვთ მცდარი განცდა, თორემ ჩვენ არ ვერიდებით ამის აღიარებას”- მიმართა მინისტრმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს.

იზორია ომის შესახებ და წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა პროვოკაციის თავიდან აცილების მაქსიმალური მცდელობა.

„ეს ბავშვმაც კი იცის, ამ კითხვაზე პასუხი, როდესაც ვსაუბრობთ რუსული პოლიტიკაა ყველაფრის მიზეზი, ბუნებრივია, იგულისხმება ხელმძღვანელი პირები, ეს თქვენ გაქვთ მცდარი განცდა, არავის უჭირს ამის აღიარება, ეს თქვენ გაქვთ მცდარი განცდა და ეს არის ცალსახად არამხოლოდ ჩვენ მიერ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული.,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button