ახალი ზელანდიის სანაპიროზე $2 მილიონის ღირებულების ნარკოტიკი გამოირიყა

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდის სანაპიროზე ნარკოტიკების უმსხვილესი პარტია გამოირიყა, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 2 მილიონამდე დოლარია. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოიძახა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ 19 კონვერტში კოკაინი იყო მოთავსებული. სავარაუდოდ, ისინი კონტრაბანდისტებმა გემიდან გადაყარეს.

სამართალადაცველები ვარაუდობენ, რომ სანაპიროს სხვა ზოლში შესაძლოა ნარკოტიკის დანარჩენილი ნაწილი გამოირიყა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button