ქიბარ ხალვაშმა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი შესთავაზა

„რუსთავი 2“-ის მფლობელი

„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

ხალვაშის განცხადებით, მან დვალისა და აქიმიძისგან ალტერნატიული შეთავაზება მოისმინა, რაზეც გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

„მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40% რუსთავი 2-ის, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ საუბარი არ გაგრძელდება. თვითონ წინადადება მითხრეს, რომელიც საფიქრალია ჩემი მხრიდან და აუცილებლად ვიფიქრებ. არ დავაკონკრეტებ წინადადებას, რადგან კონკრეტიკას კონკრეტული ქმედება უნდა მოჰყვეს და ფიქრის საშუალებას ზღუდავს.

მათი პასუხი ჩემს წინადადებაზე იყო, რომ ჩვენ ამას არ ვიღებთ და თუ რამე სხვა შეთავაზება გექნება კონკრეტული, მოვიფიქრებთ და გეტყვითო. დათო დვალი და ჯარჯი არიან აბსოლუტურად კონსტრუქციული, კარგი პიროვნებები, ასე რომ ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არანაირ სიმძიმეს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button