სპარტაკ პოლეიანი:საწყენია რომ შიდა მტერი უფრო მეტი გვყავს,ვიდრე გარე

,,ქართული ოცნების” წევრი

ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდნენ ოპოზიციური ძალები და ცდილობენ ყველანაირი გზით მთავრობის დამხობას.  საინტერესოა რა არ მოწონთ,ყველა მუქარაზეა გადასული და ცდილობენ თავის წარმოჩენას,სახელმწიფო გადატრიალებაც კი სცადეს…

სად იყავით სისხლიანი მმართველობის პერიოდში,რატო მაშინ არ იღებდით ხმას,რატო მაშინ არ იდექით გამწარებული ხალხის გვერდით,მთავრობა რომ ატერორებდა და ხოცავდა,ცუციკებივით რო დაიარებოდით,თუ ეხლა მოგინდათ ამ მთავრობის პირობებში ხმის ამოღება,როცა დაინახეთ რომ სიტყვის თავისუფლებაა და ამოანთხიეთ ბოღმა და ღვარძლი.

სააკაშვილის დროს რატო არ მოქმედებით,როცა მიტინგებზე ხალხს ხოცავდნენ,როცა ბიზნესს აშანტაჟებდნე და წილებს იფორმებდნენ,გამოდის რომ თქვენც ნაც ხროვასთან ერთად კმაყოფილები იყავით მაშინდელი მთავრობის.

დაიღალა ხალხი ამდენი ინტრიგებით,ამდენი სიცრუით,ამოვიდა ყელში თქვენი უაზრო მუქარები,ვინ ხართ რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობთ,ყველა განდიდების მანიით როგორ ხართ შეპყრობილი,ვის რა გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის კარგი და სასიკეთო,თქვენ სამშობლოს კეთილდღეობა კი არა,პირადი ჯიბეების გასქელება მოგინდათ,ქვეყნის სიყვარული რომ გაგაჩნდეთ სხვანაირად მოიქცეოდით და არა ასე ყვავ-ყორნებივით რომ ხართ დასეული ამ ხელისუფლებას.

საწყენია რომ შიდა მტერი უფრო მეტი გვყავს,ვიდრე გარე.

ვერ ეღრსებით, ყველა ვინც ევრო ნაცებთან ერთად ცდილობთ არეულობას,სანამ ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად ხელისუფლებაშია ეს არ მოხდება,ლოდინი დიდხანს მოგიწევთ, რადგან ამ მთავრობის გვერდით დგას ხალხი და 2020-ში კვლავ ქართული ოცნება იქნება სათავეში,თქვენ კი დამნაშავეებო ციხე არ აგცდებათ,დასასჯელი აუცილებლად დაისჯება! –აღნიშნა პოლეიანმა.

 

newsplus.ge

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button