ლას-ვეგასში კალიების შემოსევაა

აშშ-ში ლას-ვეგასში კალიები მასიურად გავრცელდა. გამოცემა NBC -ს ცნობით, მწერებმა ქალაქის რამდენიმე ზონაში ტროტუარიც დაფარეს.

გამოცემის ცნობით, დღე კალიები აქტიურები არ არიან, თუმცა ღამე ქალაქის ქუჩებს ფარავენ. ექსპერტები ამ ფაქტს ამინდს უკავშირებენ. მათი თქმით, კალიების შემოსევა ქალაქში რამდენიმე კვირას გასტანს.

მეცნიერები ამბობენ, რომ კალია ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა მძღოლებმა გზებზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან „კალიების ღრუბელი“ ხილვადობზე მოქმედებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button