ოქრუაშვილი ”მატროსოვის” ციხეში გადაიყვანეს

ირაკლი ოქრუაშვილი N9 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცრების მიერ მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს“, – წერია ინფორმაციაში.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი დღეს წარუდგინეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button