მოსკოვში საპროტესტო აქციაზე 900-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვის მერიასთან გამართულ თავისუფალი არჩევნების მხარდასაჭერ აქციაზე 900-ზე მეტი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, პოლიციელებმა მიიღეს ბრძანება, დაეკავებინათ ყველა, ვინც საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს ტელეფონით გადაიღებდა. ძალოვნებმა ხელკეტები გამოიყენეს. პოლიციის მონაცემებით, აქციაში 3500 ადამიანი მონაწილეობდა.

მოსკოვის მერიასთან აქცია რუსეთის დუმის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა დაგეგმეს, რომლებიც არჩევნებზე რეგისტრაციისთვის იბრძვიან. აქციის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს. მათ შორის ილია იაშინი, დიმიტრი გუდკოვი, ივან ჟდანოვი და იულია გლამინა. დაკავებულია Deutsche Welle-ს ჟურნალისტი სერგეი დიკიც და ჯგუფ Pussy Riot-ის ყოფილი წევრი მარია ალიოხინა.

პოლიცია შეიჭრა ტელარხ Дождь-ის სტუდიაშიც, რომელიც პირდაპირ ეთერში საპროტესტო აქციას აშუქებდა. ტელეარხის მთავარი რედაქტორი ალექსანდრა პერეპელოვა მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. მოგვიანებით ტელეარხის საიტზე DDoS-შეტევაც განხორციელდა.

დამოუკიდებელი კანდიდატების სახლები 25 ივლისს გაჩხრიკეს. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ხელის შეშლის მოტივით.

ОВД-Инфо@OvdInfo

Столкновение в Столешниковом переулке

Видео: @novaya_gazeta

Embedded video

156 people are talking about this

 

 

 

МБХ Медиа@MBKhMedia

Жесткие задержания в Брюсовом переулке. Видео: МБХ медиа

Embedded video

133 people are talking about this

 

ОВД-Инфо@OvdInfo

На Тверской полиция задерживает людей без объяснения причин. Сотрудники не представляются.

Видео прислал один из задержанных

Embedded video

183 people are talking about this
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button