ძაღლმა ბავშვი გველისგან საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა (ვიდეო)


ფილიპინების ქალაქ კიდაპავანში, ორი ძაღლი კობრას შეებრძოლა იმის გამო, რომ მას არ შეეღწია სახლში სადაც მათი პატრონის შვილს, 1 წლის გოგონას ეძინა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

კადრებზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ეზოს კამერამ გადაიღო, ჩანს, როგორ შეძვრა გველი ეზოში. 2 წლის თეთრი ტაქსა, სახელად მაქსი მაშინვე მივარდა ქვეწარმავალს, მას თან მიჰყვა შავი ძაღლიც, სახელად მეილი და გველს კბილები ჩაავლო.

კობრა ცდილობდა გათავისუფლებას და ცოტა ხნით შეძლო კიდეც. ის კარებისკენ გასრიალდა, მაგრამ მოკსიმ და მაილიმ უკბინეს მას და შეძლეს სახლის ტერიტორიიდან მისი განდევნა.

ორწუთიანი ბრძოლის შემდეგ კობრა მოკვდა, თუმცა მანამდე მან 4 წლის მაილის სასიკვდილოდ უკბინა. ძაღლიც მოკვდა. ტაქსა გადარჩა, მაგრამ გველის შხამით დაბრმავდა.

ბავშვის მამა იხსენებს, რომ ინციდენტის დროს, ის და მისი მეუღლე სამსახურში იყვნენ, ბავშვთან კი სახლის მომსახურე პერსონალი ჰყავდათ დატოვებული.

„როცა დავბრუნდი, სახლში დამხმარემ მაჩვენა ვიდეოჩანაწერი და მიამბო, რა მოხდა. ძალიან ვამაყობთ ჩვენი ძაღლებით. მე მათი ისეთი მადლობელი ვარ, რომ შემინარჩუნეს ჩემი გოგონას სიცოცხლე. ძალიან დაგვაკლდება მაილი“, – ამბობს ბავშვის მამა.

 

 

 

წყარო:

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button