FBI-ის ხელმძღვანელი: რუსეთი აშშ-ს არჩევნებში ჩარევას განაგრძობს [ვიდეო]

ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი კრისტოფერ რეი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევას განაგრძობს, – ამის შესახებ PBS NEWS იუწყება.

შესაბამისი განცხადება FBI-ის ხელმძღვანელმა სენატის იურიდიულ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც რეიმ აღნიშნა, სანქციებისა და მოსკოვის შესაჩერებლად განხორციელებული სხვა ქმედებების მიუხედავად, რუსეთი ამერიკის არჩევნებში ჩარევას მომავალშიც გეგმავს.

“სანამ არ შევაჩერებთ, იქამდე გააგრძელებენ“, – დასძინა მან. 

რეის განცხადებით, FBI-ის გარე ზეგავლენასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი რესურსები აქვთ.

 

 

 


 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button