ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

დაბადების თარიღი: 1985 წლის 19 აპრილი

პროფესიული გამოცდილება:

2013 წლის დეკემბრიდან – საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო
საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების
დეპარტამენტის უფროსი;

2014 წლის სექტემბრიდან – ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის
უნივერსიტეტში;

2012 წლის სექტემბრიდან – მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

2010 წლის სექტემბერი – 2015 წლის დეკემბერი – მიწვეული ლექტორი ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტში;

2013 წლის სექტემბერი – 2013 წლის დეკემბერი – საქართველოს მთავარი
პროკურატურა, იურიდიული სამმართველოს უფროსი;

2012 წლის დეკემბერი – 2013 წლის სექტემბერი – საქართველოს მთავარი
პროკურატურა, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი;

2010 წლის დეკემბერი – 2012 წლის დეკემბერი – საქართველოს მთავარი
პროკურატურა, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში
საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;

2009 წლის დეკემბერი – 2010 წლის დეკემბერი – საქართველოს მთავარი
პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო
ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი;

2009 წლის აგვისტო – 2009 წლის დეკემბერი – საქართველოს მთავარი
პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის
პროკურორი;

2007 წლის თებერვალი – 2009 წლის აგვისტო – ძველი თბილისის რაიონული
პროკურატურის პროკურორი;

2006 წლის იანვარი – 2007 წლის იანვარი – თბილისის საქალაქო სასამართლოს
სტაჟიორი.

განათლება და კვალიფიკაცია:

2016 წლის აგვისტო – 2017 წლის მაისი – ცინცინატის უნივერსიტეტის სამართლის
სკოლა, აშშ, ოჰაიო (მაგისტრის ხარისხი LLM);
2006 – 2008 წლები – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხი);
2002 – 2006 წლები – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრის ხარისხი).

ენები:
ინგლისური, რუსული
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button