მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გენერალურ პროკურატურაში ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

ისინი საგამოძიებო უწყებაში ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button