ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

დაბადების თარიღი: 1982 წელი

პროფესიული გამოცდილება:

2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

2016-2018 წლები –  საქართველოს მთავარი პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორი;

2013 წლიდან 2016 წლამდე – საქართველოს მთავარი პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

2012-2013 წლებში –  ხაშურის რაიონული პროკურორი;

2010-2012 წლებში – საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

2009-2010 წლები – საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

2007-2009 წლები –  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;

2006 წლიდან 2007 წლამდე – მცხეთის რაიონული პროკურატურა, პროკურორი;

2006 წელი – საქართველოს გენერალური პროკურატურის სტაჟიორი.

განათლება და კვალიფიკაცია:

2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

 

ენები:

რუსული და ინგლისური.

 

ოჯახური მდგომარეობა:

მეუღლე და ორი შვილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button