სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მადლობის ჯილდო გადაეცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კვლევითი ინტიტუტისგან ISET მადლობის ჯილდო გადაეცა.

დაჯილდოვების ცერემონიალი პროექტის ,,რეფორმეტრი” მე-3 ფაზის შემაჯამებელი ღონისძიების  ,,რა შეიცვალა ხალხისთვის?“ ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში, სააგენტოსთან ,,აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით, კვლევითმა ინსტიტუტმა  ISET   “მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შესახებ“ კვლევა განახორციელა.

კვლევის პროცესში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო კომპონენტის ბენეფიციარები გამოიკითხნენ.

პროექტი „რეფორმეტრი“ კვლევითი ინსტიტუტის ISET, USAID G4G-ისა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობაა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button