მოსკოვში რუსეთის დედაქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მოსკოვის ცენტრში სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიები იყვნენ.

ოპოზიციის აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მოსკოვის ქალაქის სათათბიროს არჩევნებზე ხარვეზის მომიზეზებით დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერი ხელმოწერები დაბლოკეს. ამის გამო, კანდიდატებმა შესაძლოა, არჩევნებში ვეღარ მიიღონ მონაწილეობა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოსკოვის საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ:“ჩვენ არ წავალთ!“. ისინი ხელისუფლებისგან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button