“გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის პასუხი ,,ანი გიუნტერს”

ქართველი ემიგრანტი,ხათო ბარათაშვილი  რუსთავი 2- ის ჟურნალისტს ანი გიუნტერის პოსტს ეხმაურება:

შეუძლებელია პასუხი არ გავცე ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ტელეწამყვანს ანი გიუნტერს.

დღეს შემთხვევით წავაწყდი ქალბატონი ანის ფეისბუქ-პოსტს, სადაც ის გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ურცხვად და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე შეურაცხყოფას გვაყენებს.

მისი თქმით – თურმე ჩვენ, ქართველი ემიგრანტები გერმანელებს ვეუბნებით, რომ რუსეთიდან ვართ და ამით მათ ჩვენს გაცნობას ვუადვილებთ.

ქალბატონო ანი! ჩვენ, აქ მცხოვრები ქართველები საქართველოს ელჩები ვართ, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ურთიერთობა გერმანელებთან და თქვენზე და თქვენ დემაგოგ არხზე კარგად და ობიექტურად ვაცნობთ უცხოელებს საქართველოს – ჩვენს კულტურას, ადათ-წესებსა და ეროვნულ ტრადიციებს.

ქალბატონო ანი, გეპატიჟებით შტუდგარტში ჩემთან სახლში, გაგაცნობთ გერმანელებს და დარწმუნდებით, თუ როგორ კარგად იცნობენ საქართველოს გერმანელები და გამარჯობასაც კი ქართულად გეტყვიან, ჩამობრძანდით გელოდებით!!!

თქვენ და თქვენი არხი მუდმივად ცდილობთ ემიგრანტებს შეურაცხყოფა მოგვაყენოთ, რასაც ვფიქრობ კარგი არავისთვის მოუტანია, ემიგრანტების შრომას და თავდადებაზეც დგას დღეს საქართველო, რასაც აღიარება და დაფასება ჭირდება და არა თქვენი მონოლოგისამებრ – ცილისწამება. ბოლოს კი – მინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავიმეოროთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხოლო თქვენ და ნაციონალური მოძრაობა კი თანაოკუპანტი!!!

 

newsplus.ge

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button