სტრასბურგის სასამართლო: 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგოლაძე ნაწამებია

სტრასბურგის სასამართლომ მოქალაქე ნოდარ გოგალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას გულისხმობს.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა  წულუკიანმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქმე, რომელიც 2008 წელს მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა, დასრულებულია სახელმწიფოს მარცხით და მომჩივნის სასარგებლოდ დადგინდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, მესამე მუხლის დარღვევა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გოგალაძის დაცვის მხარე კომპენსაციის სახით 50 000 ევროს და სამართალ წარმოების ხარჯების ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა  სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელესთვის 6 000 ევროს გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, ნოდარ გოგალაძე 2008 წელს ბორკომის პოლიციამ დააკავა. ის აცხადებდა, რომ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button