ჩუღურეთში თბილისური ტიპის ეზოებს აწესრიგებენ

ჩუღურეთის რაიონში, სურამის N 5-ში 300 კვადრატულ მეტრზე თბილისური ტიპის ეზოში ასფალტის საფარი იგება.

მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო.
„თბილისური ტიპის ეზოების მოწესრიგება ჩუღურეთის რაიონში გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სურამის N5-ში, სადაც 17 ოჯახი ცხოვრობს, მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. ახლა კი საგზაო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მსგავსი სამუშაოები ჩუღურეთის რაიონში კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო 25 მისამართზე უკვე დასრულდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button