გიორგი გახარია გმობს ზეწოლას ინგა გრიგოლიას მიმართ

შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას და დაგმო მის მიმართ გამოვლენილი ზეწოლა და ბულინგი. ეს განცხადება გახარიამ გააკეთა 17 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

„მინდა, ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ქალბატონ და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი, ელემენტარული ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე, ძალზედ მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა, ზოგჯერ მწვავე კამათში“, – განაცხადა გახარიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button