51 წლის მეხანძრე ყარაჯალაში, ცეცხლის ქრობის დროს დაიღუპა

“ახლახანს შეამტყობინეს თელავის რაიონის სოფ. გარაჯალიდან ხანძრის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლი მთლიანად. ოჯახის წევრები გადარჩნენ.სამწუხაროდ გმირულად დაიღუპა მეხანძრე . ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს”, – ამის სესახებ სოციალურ ქსელში ალი ბაბაევი წერს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: მსხვერპლით დასრულდა ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თამაშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. მეხანძრე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი მეხანძრე, 51 წლის გელა მიქელაძე მთელი ცხოვრება სახანძროში მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა, ხოლო 26 წლის ვაჟი სიმსივნით გარდაეცვალა.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცეცხლი ორსართულიან სახლს წაეკიდა, რომელშიც 5 ადამიანი ცხოვრობდა. ცეცხლის ქრობის დროს გელა მიქელაძე სიმაღლიდან გადმოვარდა. სახლის მესაკუთრეებისგან არავინ დაშავებულა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button