”ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მოსვლის შემდეგ, რუსთავი 2 სიცრუის მანქანად გადაიქცა”-სპარტაკ პოლეიანი

,,ქართული ოცნების” წევრი სპარტაკ პოლეიანი

ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მოსვლის შემდეგ, რუსთავი 2 სიცრუის მანქანად გადაიქცა,ეს ის ტელევიზიაა გახლავთ, რომელიც ზუსტად მოერგო მაშინდელ მთავრობასა და მათი იდეოლოგიის გამტარებელი გახდა .

ისინი ავრცელებდნენ და დღესაც აგრძელებენ,ისეთი ინფორმაციების გავრცელებას რაც ცალსახად მაშინდელი, პირსისხლიანი მთავრობისთვის მოსაწონი და მისაღები იყო.

რუსთავი 2 ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს,მათი ერთადერთი მიზანი საზოგადოების დეზინფორმირება და მათში მცდარი აზრის დანერგვაა.

ისინი ლამაზ ფერებში ხატავდნენ ნაციონალური მოძრაობის ქმედებას, რაც რეალურად მათ დანაშაულის თანამონაწილეს ხდის.

2012 წლიდან,რაც ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა,რუსთავი 2_ მა როგორც ოპოზიციურმა ტელევიზიამ, დაიწყო ეგრეთწოდებული შავი პიარი ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წევრევბის წინააღმდეგ.

ეს უცვლელი პროცესი 7 წელია გრძელდება და მათი მრავალგზის მონდომებული, დაქირავებული ტროლების გუნდი,ყველანაირად ცდილობს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხალხისთვის მიუღებლად და სახელმწიფოს მტრად შერაცხონ.

რუსთავი ორის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხმა კარგად იცის, მათი მუშაობის სტილი და რეალური სახე, ტელეკომანიაში მომუშავე იდეოლოგიურად განულებული,ანტისახელმწიფოებრივი გუნდის რეალური მიზნები,რომლის სათავეშიც, გაუწონასწორებელი და ფულზე ორიენტირებული ნიკა გვარამიაა, მათი ბნელებად და  პრორუსებად შერაცხული ჯანსაღი საზოგადოება,არასოდეს დაუშვებს სათავეში ცივსისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას.

ნაც რუსთავი 2 -ის მიზანები და ამოცანები,მიუღწეველი და ამოუხსნელი დარჩება,ჯანსაღი საზოგადოება კარგად აანალიზებს,ამ გუნდის დაბრუნების შემდეგ, საფრთხეების იმ უზარმაზარ ჩამონათვალს რომელსაც აგერ უკვე შვილი წელია ქართული ოცნება და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ებრძვის.” – აცხადებს პოლეიანი.

 

(exclusive)-newsplus.ge

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button